ძმები რაიტები – „ეპიზოდი”
„ავიაციის პიონერებად” წოდებული ამერიკელი ძმები – ორვილ და უილბურ რაიტები, რომელთა სახელთანაც ასოცირდება მსოფლიოში პირველი თვითმფრინავის კონსტრუირება და პირველი წარმატებული ფრენა აეროპლანით, უკიდურესად მოკრძალებული პიროვნებები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც, რომ ამ ხრივ განსაკუთრებით მაინც ორვილი გამოირჩეოდა. ისინი ყოველთვის გაურბოდნენ საზოგადოებრივ ყურადღებას და ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდნენ. იშვიათად იძლეოდნენ ინტერვიუებს და იშვიათად აძლევდნენ ჟურნალისტებს ფოტოების გადაღების უფლებას. აღნიშნული საკითხის შესახებ უილბერმა თავის დროზე მრავლისმეტყველი განმარტებაც გააკეთა: „ერთადერთი მოლაპარაკე ფრინველები – თუთიყუშები არიან, მაგრამ სამაგიეროდ, დიდ სიმაღლეზე ვერ ფრენენო”. – (ავტორი გენია.ჯი)