ჯეიმზ მეთიუ ბერი – „ეპიზოდი”
დიდი შოტლანდიელი მწერალი და დრამატურგი, ავტორი საყოველთაოდ ცნობილი ზღაპრების ციკლისა პიტერ პენის შესახებ - სერ ჯეიმზ მეთიუ ბერი (1860-1937 წლები), რომლის შემოქმედების თაყვანისმცემლებსაც თავის დროზე წარმოადგენდნენ ისეთი სახელოვანი ლიტერატორები, როგორებიც იყვნენ – მარკ ტვენი, ჯონ გოლზუორთი, ართურ კონან დოილი, რობერტ ლუის სტივენსონი, თომას ჰარდი და ჰენრი ჯეიმზი, კრიკეტზე ფანატიკურად შეყვარებული პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, 1890 წელს მისი უშუალო ინიციატივით ინგლისში ჩამოყალიბებული იქნა კრიკეტის სამოყვარულო კლუბი, რომლის შემადგენლობაშიაც ირიცხებოდნენ ლიტერატურის შემდეგი კორიფეები – რედიარდ კიპლინგი, ჰერბერტ უელსი, ჯერომ კლაპკა ჯერომი, ალან მილნი, ართურ კონან დოილი, პელემ ვუდჰაუზი და სხვები. ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ქრისტიანული რწმენის მატარებელმა ჯეიმზმა მის მიერ ჩამოყალიბებულ კრიკეტის სამოყვარულო გუნდს მეტად უცნაური სახელწოდება უწოდა – „Allahakbarries” (ალაჰ აქბარ), რაც თავის მხრივ აღნიშნავს – „ალაჰი დიდია”. შოტლანდიელი მწერლის ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ ამ შემთხვევაში ბერიმ თარგმანში დაუშვა შეცდომა, რადგან მისი მოსაზრებით ზემოაღნიშნული ფრაზა ითარგმნებოდა როგორც – „ზეცა ჩვენ დაგვეხმარება”.
სერ ჯეიმზ მეთიუ ბერის მიერ ჩამოყალიბებული კრიკეტის გუნდი რეგულარულად იღებდა ამა თუ იმ ტურნირში მონაწილეობას. გენიალური ლიტერატორებით დაკომპლექტებულმა გუნდმა თავისი არსებობა 1913 წელს შეწყვიტა. – (ავტორი გენია.ჯი)