გოდერძი ჩოხელი – „ვინაც ვერ ისვენებს”

სიცოცხლესა და სიკვდილსა

შუა უბრალო ხიდი აქვთ,

სიცოცხლე გზავნის შვილებსა,

სიკვდილი ფლიდზე-ფლიდია,

არ ინდობს დიდებს, პატარებს,

იქ შაგვყრის სადაც ბინდია,

ხიდს აღარ გამოგვატარებს

ვერაფრით მაისყიდია.

ადიდდეს მაინც მდინარე,

ჩატყდეს ეგეთი ხიდია.

კომენტარის დატოვება