იცით თუ არა, რომ?!
1. ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 46-ე პრეზიდენტის – ჯო ბაიდენის პირველი მეუღლე, პროფესიით პედაგოგი – ნეილია ჰანტერ ბაიდენი, 1972 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. სამწუხაროდ, აღნიშნულ ტრაგედიას ბაიდენის მცირეწლოვანი ქალიშვილი – ნაომიც ემსხვერპლა. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად, სამწუხაროდ, ჩვენს უმშვენიერეს პლანეტაზე არსებული მცენარეების სახეობათა 68% – გადაშენების საფრთხის წინაშე დგანან.
* * *
3. გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტების აღზევებმდე რამდენიმე ხნით ადრე, აღნიშნული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ებრაული წარმომავლობის მქონე გერმანელი პოლიტიკოსი – ვალტერ რატენაუ წარმოადგენდა. იგი 1922 წლის 24 ივნისს იქნა მოკლული ანტისემიტური ორგანიზაციის – „კონსული”-ს წევრების მიერ. ცნობისათვის, იმ პერიოდში პოლიციამ ალბერტ აინშტაინიც გააფრთხილა მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ, რის გამოც იგი იძულებული გახდა ბერლინიდან გადახვეწილიყო.
* * *
4. „უდაბნოს ხომალდად” წოდებულ აქლემს იმდენად მგრძნობიარე ცხვირი აქვს, რომ მას შეუძლია წყლის სუნი 50 კილომეტრი სიშორიდანაც კი იგრძნოს. გარდა ამისა, მას გააჩნია ერთ-ერთი საუკეთესო მხედველობაც ცხოველთა სამყაროს წარმომადგენელთა შორის. აქლემს ზებრის ან ანტილოპის ზომის მქონე ცხოველის შემჩნება 3 – 4 კილომეტრ სიშორეზე ძალუძს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
5. ვენეცია საერთო ჯამში, 118 კუნძულზეა განთავსებული.
* * *
6. ევროპის ტერიტორიაზე „ცხოველთა მეფედ” წოდებული ლომი, ძვ.წ.აღ-ით 500 წლამდე ბინადრობდა. შემდგომში იგი „ბებერი კონტინენტიდან” ადამიანების მიერ იქნა გაძევებული.
* * *
7. ერთ-ერთ აფრიკულ ქვეყანაში – ტუნისში, ეროვნულ სასმელად მიჩნეულია ფინიკისაგან დამზადებული ალკოჰოლური სასმელი (არაყი), რომლის სახელწოდება გახლავთ – „ბუხა”.
* * *
8. პირველი მეტროპოლიტენი უნგრეთში ამ ქვეყნის დაარსებიდან ათასი წლის შემდგომ იქნა გახსნილი – 1896 წელს. ამ მხრივ იგი მხოლოდ და მხოლოდ ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩამორჩება.
* * *
9. ერთ-ერთი პირველი საბჭოთა მოქალაქე, ვისი ცხედარიც კრემაციას დაექვემდებარა, საქართველოში დაბადებული დიდი რუსი პოეტი – ვლადიმერ მაიაკოვსკი გახლდათ.
* * *
10. ნემსიყლაპიები და ჭრიჭინები ერთობ სწრაფად მფრენი მწერები გახლავან. მათ შეუძლიათ – 55 კილომეტრ-საათი სიჩქარე განავითარონ. – (ავტორი გენია.ჯი)