ტარიელ ჭანტურია – „არაფერი არ გამოვა ამით”

არაფერი არ გამოვა ამით -

მარტო სმით და მხოლოდ კაი ჭამით!

ამიტომაც ერთ მშვენიერ დამით…

რა თქმა უნდა, საყვარელი ღამით…

ერთს გადათვლი: „ერთი! ორი! სამი!”

და ცხოვრების ნაგროვები შხამით

მიხვალ, სადაც დედისა და მამის

სიმშვიდეა ცივ და ყრუ აკლდამის…

თავუკუღმა შებრუნდება ჟამი

და დასასრულს შეცვლის დასაბამი!

იშრიალებს ღამის მოსასხამი!

* * *

არაფერი

არ გამოვა

ამით…

 

კომენტარის დატოვება