გურამ დოჩანაშვილი წერდა…

„მე მეგონა, რომ არასოდეს მოვკვდებოდი”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დრო, ეს წყეული, ისე გადის რომ, ყოველი წამი იმ ოხრობასთან მიახლოებაა, და რაგინდ ბევრი იცოცხლო კაცმა, თურმე, იმ მარადიულ დროსთან შედარებით, არც საწყისი რომ არა აქვს და არა აქვს ბოლოც, მთელი ცხოვრება აი იმასთან შედარებით სულ დიდი-დიდი მცირე ფინჩხაა ნაკლული წამის”.

* * *

„ყველგან იცხოვრებს ფულიანი კაცი”.

* * *

„მე ღარიბი ვარ, როგორც იესო”.

* * *

„გარეგნულად სხვებისაგან არ უნდა გამოირჩე – არც სიმდიდრით და არც სიდუხჭირით. უნდა ეცადო, რომ ყურადღება არაფრით მიიქციო. მერე მიხვდები, რატომ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„კარგად და წამდაუწუმ უნდა ვიცოდეთ ჩვენივე თავი”.

* * *

„ყოველი მოქალაქის მთავარი მიზანი ისაა, ცხოვრებაში რომ გამარჯვებული გამოვიდეს, გამარჯვებული კი ისე ვერ გამოხვალ, სხვას თუ არ დაამარცხებ და სხვა რომ დაამარცხო, ათასნაირი ხერხი და ხრიკია საჭირო”.

* * *

„გათენებისას, ჩვენ, ადამიანებს, დიადი აზრები მოგვდის ხოლმე თავში”.

* * *

„ზვერვით იწყება ყველაფერი, ძვირფასოებო”.

* * *

„საკვირველია მაინც, ცხოვრება, ზედ მიწაზეც და ასოთხმოციოდ სანტიმეტრით ცოტა მაღლა, იქ, სადაც ჩვენ-ჩვენი საკუთარი და სანუკვარი დაგვაქვს თავი “. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>