ჟიულ გაბრიელ ვერნი – „ეპიზოდი”
სათავგადასავლო ლიტერატურის დიდი ფრანგი კორიფის – ჟიულ გაბრიელ ვერნის (1828-1905 წლები) შესახებ ყველაზე უხვი და სანდო ცნობები მისივე შვილიშვილმა – ჟან-ჟიულ ვერნიმ მოგვაწოდა თავის დროზე. სახელოვანი ბაბუის ცხოვრებისეულ პერიპეტიებზე მუშაობას მან თავისი შეგნებული ცხოვრების 40 წელიწადი მიუძღვნა და ამისათვის ტიტანური შრომის გაწევაც დასჭირდა. (ავტორი გენია.ჯი) აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ ჟიულის ვაჟიშვილი – მიშელ ვერნი, რომელიც მამის მსგავსად ლიტერატურულ მოღვაწეობას ეწეოდა, ერთ-ერთ პირველ ფრანგ კინემატოგრაფისტად არის მიჩნეული. 1912 წელს მიშელმა დააარსა კინოკომპანია, რომელმაც ჟიულის ხუთი ლიტერატურული ქნილების ეკრანიზაცია განახორციელა.
სიცოცხლის უკანასკნელი 12 – 13 წლის განმავლობაში ვერნის არც ერთი ახალი რომანი არ დაუწერია. შეკითხვაზე, თუ რატომ აღარ წერდა იგი ახალ ნაწარმოებებს, ჟიული მუდმივად ასე პასუხობდა: „ – ჩემს ასაკში სიტყვები მიდიან, ხოლო იდეები აღარ მოდიანო”. თუმცა მანამდე დიდ ფრანგ მწერალს, რომლის საყვარელ ლიტერატორებსაც – ჯეიმზ ფენიმორ კუპერი და ვიქტორ მარი ჰიუგო წარმოადგენდა, უკვე მოსწრებული ჰქონდა 66 რომანის დაწერა.
ჟიულ ვერნის ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდიც, როდესაც იგი თავის ბიძაშვილზე გახლდათ შეყვარებული. აღნიშნული ფაქტი ძალიან უარყოფითად შეაფასა მწერლის ოჯახმა, რომელმაც იმისათვის, რომ ხელი შეეშალათ მათთვის არასასურველი მოვლენების განვითარებისაგან, იგი სხვა ქალაქში მიავლინეს სასწავლებლად. ვერნის შეყვარებული გოგონა კი სხვა მამაკაცზე დააქორწინეს.
კიდევ ერთი ქალი, ვინც მან შეიყვარა, გოგონას მშობლებმა იძულებით დააქორწინეს მდიდარ მემამულეზე. ამ ინფორმაციამ იმდენად უარყოფითი გავლენა იქონია მასზე, რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში სევდას ჟიული – ალკოჰოლური სასმელების მასიური მოხმარებით იქარვებდა.
ცნობილია ისიც, რომ ჟიულ ვერნის ორი ტყვია დაახალა რევოლვერიდან 26 წლის ასაკში მყოფმა ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა ნათესავმა. საბედნიეროდ, მწერალი სიკვდილს კი გადაურჩა, თუმცა სამუდამოდ დაკოჭლდა. თავის მხრივ, ვერნის სასიკვდილოდ გამმეტებელ ნათესავს მთელი დარჩენილი ცხოვრების გატარება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოუხდა. – (ავტორი გენია.ჯი)
მიშელ ვერნი