გრიგოლ აბაშიძე – „ამ სოფლის წესი”

ამ სოფლის წესი ეს იყო, ალბათ,

ვინც ამაშენა, მანვე დამშალა!

მიტომ მასმევდა წვეთ-წვეთად შარბათს

რომ ბოლოს მესვა მხოლოდ სამსალა.

* * *

და ეს მავიწყებს ყველა სატკივარს,

გულს ჩამრჩა დარდის ერთი ნესტარი,

მეც სამარეში ისე ჩავდივარ,

სამშობლოს საშველს ვერ მოვესწარი!..

კომენტარის დატოვება