მარიო პიუზო წერდა…

„არ არსებობს უფრო დიდი, ბუნებრივი უპირატესობა ცხოვრებაში, ვიდრე გყავდეს მტერი, რომელიც შენს სისუსტეებს გადამეტებულად აფასებს, – ეს იგივეა, რომ გყავდეს მეგობარი, რომელიც შენს ღირსებებს ვერ ხედავს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გაცილებით მომგებიანია, იმეგობრო ისეთ ადამიანთან, ვინც დახმარებას კი არ გთხოვს, არამედ თავის საქმეებს თვითონვე აგვარებს და ყოველთვის მზად იქნება, იქით დაგეხმაროს, როცა რაღაც გაგიჭირდება”.

* * *

„ადვოკატს თავისი პორტფელის მეშვეობით გაცილებით მეტი ფულის მოპარვა შეუძლია, ვიდრე ათას შეიარაღებულ და ნიღბიან კაცს”.

* * *

„მრისხანების დაუოკებლობა უგუნურებაა”.

* * *

„შურისძიება – არის კერძი, რომელიც ყველაზე გემრიელია მაშინ, როდესაც ცივდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ყველას საკუთარი ბედი აქვს”.

* * *

„მუქარა ზემოქმედების ყველაზე სულელური მეთოდია”.

* * *

„არავინ იცის, როდის დასჭირდება კაცს მეგობარი, ასე არ არის?”

* * *

„ჯერ დაფიქრდი, სანამ რამეს იტყოდე”.

* * *

„ყველას უჩნდება არჩევანის გაკეთების მომენტი ცხოვრებაში”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება