ხაიმ ვაიცმანი – „ეპიზოდი”
დიდი ბრიტანეთის კოლონიების მინისტრმა – ართურ ნევილ ჩემბერლენმა თავის დროზე წამოაყენა წინადადება, ებრაელები აღმოსავლეთ აფრიკაში, კერძოდ კი – უგანდაში დავასახლოთო (მაშინ უგანდა დიდი ბრიტანეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა). „უგანდის პროექტს” უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა ებრაელ ხალხში.მათ შორის ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენდა სიონისტთა მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და ისრაელის სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი - ხაიმ ვაიცმანი (1874-1952 წლები). აღნიშნული საკითხის ირგვლივ ხშირი გახლდათ მწვავე პოლემიკები. (ავტორი გენია.ჯი) 1906 წლის ერთ მშვენიერ დღეს, ლორდმა ბალფურმა, ვინაც შემდგომში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, „უგანდის პროექტის” ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოწინააღმდეგეს, ვაიცმანს ჰკითხა, თუ რატომ იყო იგი ებრაელობის უგანდაში დასახლების კატეგორიული წინააღმდეგი, რაზედაც ხაიმისაგან ამგვარი პასუხი მიიღო:
„ – თუ გეტყვიან, ლონდონი დატოვეთ და პარიზში გადადითო, წახვალთ?
- ეგ რა მოსატანია – ლონდონი ჩემი სახელმწიფოს დედაქალაქია! – გაიკვირვა ლორდმა ბალფურმა.
- იერუსალიმი კი ჯერ კიდევ მაშინ გახლდათ ჩემი სახელმწიფოს დედაქალაქი, როცა იმ ადგილას, სადაც დღეს ლონდონია გაშენებული, ჭაობი იყო”. – საპასუხოდ მიუგო ვაიცმანმა და ამით მათ შორის „უგანდის პროექტზე” წამოწყებულ საუბარს წერტილი დაუსვა. – (ავტორი გენია.ჯი)