დათო ტურაშვილის მოსაზრებები…

„პრობლემები არსებობენ ყველგან, სადაც არსებობენ ადამიანები”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„როგორი მწარეც არ უნდა იყოს სიმართლე, ის მაინც უნდა ვთქვათ”.

* * *

„თავისუფლება, ისეთივე არჩევანია, როგორც სიცოცხლე”.

* * *

„ადამიანს ყველაზე მთავარ ძალას ლოცვა აძლევს”.

* * *

„როცა ქვეყანაში მეფე კვდება, ამ ქვეყანაში ვიღაცამ მაინც უნდა თქვას ხმამაღლა, დანარჩენების გასაგონად – გაუმარჯოს მეფეს!..” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„სასიამოვნოა საკუთარ თავში ადამიანური თვისებების აღმოჩენა”.

* * *

„ადამიანს ყოველთვის შეუძლია საკუთარი ცხოვრების შეცვლა, თუ ამას მოინდომებს”.

* * *

„ბრძოლას თავისუფლებისათვის – ყოველთვის აქვს აზრი და მაშინაც კი, როცა დამპყრობელი ათასჯერ უფრო ძლიერი, დაუნდობელი და სასტიკია”.

* * *

„ადამიანი საკმაოდ სწრაფად ფიქრობს მაშინ, როცა ჩქარობს”.

* * *

„ქალი ძალიან ჰგავს შენს ჩრდილს და რაც მეტად უახლოვდები, უფრო გშორდება და რაც მეტად შორდები, უფრო გიახლოვდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება