გაგა ნახუცრიშვილი – „სამყარო… მერე…”

სამყარო… მერე სამყარო ისევ,

ჰორიზონტია ჰორიზონტს იქით,

შენ ახლა ეძებ ერთადერთ მიზეზს

დარჩენის? არა, წასვლის, პირიქით.

* * *

არ არის არსად კიდე, არც ზღვარი

და დედამიწა თურმე მრგვალია,

ყველგან ზღვაა და ტალღები მთვრალი

და ყველგან მხოლოდ ზურგის ქარია.

* * *

სიშორეს ასე რატომ უფრთხიან,

თუ ეშინიათ სხვა სინამდვილის…

სიშორემდე ხომ ერთი წუთია,

სიახლოვემდე – დიდი მანძილი.

კომენტარის დატოვება