იური გაგარინი – „ეპიზოდი”
კოსმოსიდან დედამიწაზე მშვიდობიანად დაბრუნებულ საბჭოთა კოსმონავტს - იური გაგარინს (1934-1968 წლები), კომუნისტურმა ხელისუფლებამ პრემიის სახით – 15 000 მანეთი გადასცა, რაც იმ დროისათვის მართლაც რომ უზარმაზარი თანხა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ამის სამაგალითოდ ავღნიშნავ, რომ იმ პერიოდში საბჭოთა მშრომელ ადამიანს მთელი რვა წლის განმავლობაში უნდა ეშრომა დაუღალავად, ესოდენ დიდი თანხა რომ გამოემუშავებინა. გარდა ამისა, მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში პირველ კოსმონავტს ხელფასი მთავრობამ – 640 მანეთამდე გაუზარდა. ხელფასი ხელფასად და, გაგარინის ოჯახს უამრავი საჩუქარიც გადეცა ხელისუფლებისაგან. ყველაზე ძვირადღირებული მათ შორის გახლდათ, ავტომობილი – „ვოლგა” და ახალი ბინა ავეჯითურთ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ყველასათვის მოულოდნელად, იურიმ მოსკოვის ცენტრში, პრესტიჟულ უბანში განთავსებული ახლადნაჩუქარი ბინის მიღებაზე უარი განაცხადა და საცხოვრებლად კვლავაც ჩკალოვის დასახლებაში არსებულ სამოთახიან ეგრეთ წოდებულ „ხრუშჩოვკაში” დარჩენა ამჯობინა.
ცნობილია ისიც, რომ მან უარი თქვა პრესტიჟული თანამდებობის დაკავებაზეც, რადგან ასეთ გაფეტიშებას მისი მხრიდან „მორალურად გაუმართლებლად” მიიჩნევდა. – (ავტორი გენია.ჯი)