გი დე მოპასანი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი ნოველისტი - გი დე მოპასანი (1850-1893 წლები), ერთობ თავისუფლებისმოყვარე ხასიათით, ანცი ბუნებითა და მოუსვენარი თვისებებით გამორჩეული ყოფილა ბავშვობის ჟამს. (ავტორი გენია.ჯი) შესაშური ჯანმრთელობის მქონე მომავალი ლიტერატორი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა ცურვა და თევზაობა, იმდენად გამომწვევად იქცეოდა სემინარიაში, რომ მუდმივად კონფლიქტების ქვეშ იმყოფებოდა პედაგოგების მხრიდან. იმ პერიოდში მოპასანი არ ცნობდა არანაირ წესებსა და კანონებს, რაც გახლდათ კიდეც მიზეზი მისი ხშირი გაქცევისა ეგზომ მკაცრი შიდაგანაწესის მქონე სასულიერო სემინარიიდან. რამდენიმე გაქცევის შემდეგ, სასულიერო სემინარიის ადმინისტრაციამ ურჩი მოწაფე სასწავლებლიდან ყოველგვარი ცერემონიის გარეშე გარიცხა. მიუხედავად ამგვარი წარუმატებლობისა, ბუნების მოტრფიალე მოპასანი თავისმა ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა გატაცებამ – ცურვამ, მაინც აქცია საყოველთაო გმირად: 18 წლის ასაკში მყოფმა წყალში უცილობელ დახრჩობას გადაარჩინა მასზე გაცილებით ასაკოვანი მამაკაცი. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ახალგაზრდა კაცის სახელი და გვარი გახლდათ – ალჯერნონ ჩარლზ სუინბერნი, რომელიც როგორც შემდგომში გაირკვა, სახელგანთქმული ინგლისელი პოეტი აღმოჩნდა.
ამ პერიოდის შემდეგ, გი დე მოპასანის ხასიათსა და თვისებებში დიდი გარდატეხა მოხდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ალჯერნონ ჩარლზ სუინბერნი