ფრაზეოლოგია „ფული”-ს შესახებ…
„ცხოვრება თამაშია, ხოლო ფული – მასთან ანგარიშის გასწორების საშუალება”. – გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფული ათანასწორებს ყველა უთანასწორობას”. – დოსტოევსკი
* * *
„ამბობენ, რომ ფული ყოველგვარი ბოროტების სათავეა. ზუსტად ასევე შეიძლება ითქვას უფულობაზეც”. – სემუელ ბატლერი
* * *
„ის, ვინც ბოლოს იხდის, არასოდეს იხდის ორჯერ”. – ძველი ინგლისური სიბრძნე
* * *
„გონიერი ადამიანისთვის ფული საშუალებაა, სულელისთვის კი – მიზანი”. – პიერ დეკურსელი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ფულის წინააღმდეგ ბრძოლა ფულის გარეშე წარმოუდგენელია”. – ჯონ სტაინბეკი
* * *
„ვისაც ფული აქვს, შეუძლებელია დასჯილი იყოს”. – მარკუს ტულიუს ციცერონი
* * *
„ის, ვინც მიიჩნევს, რომ ფულს ყველაფერი შეუძლია, მას მართლაც ყველაფერი შეუძლია ფულისათვის”. – ჯორჯ სავილ ჰალიფაქსი
* * *
„ბევრი ფულის შოვნა – სიმამაცეა; მისი შენარჩუნება – სიბრძნე, ხოლო გონივრულად ხარჯვა – ხელოვნება”. – ლუციუს ანეუს სენეკა
* * *
„კაცობრიობას უყვარს ფული, რისგანაც არ უნდა იყოს იგი დამზადებული”. – მიხეილ ბულგაკოვი – (ავტორი გენია.ჯი)