ერიხ მარია რემარკი წერდა…
„ჩვენ ვაპირებდით ბრძოლას ყოველივე იმის წინააღმდეგ, რაც წარსულმა გვიანდერძა – სიცრუისა და ეგოიზმის, ანგარებისა და უსულგულობის წინააღმდეგ; ჩვენ გაუხეშებულნი ვიყავით და არავის არ ვენდობოდით, გარდა უახლოესი მეგობრისა და არც არაფერი გვწამდა, გარდა ისეთი ძალისა, თუ ნივთისა, რომელსაც არასოდეს არ მოვუტყუებივართ – ეს იყო ცა, თამბაქო, ხე, პური და მიწა; მაგრამ რა გამოვიდა აქედან? ყველაფერი დაინგრა და დავიწყებას მიეცა, ხოლო ვისაც დავიწყება არ შეეძლო, წილად ხვდა უძლურობა, განწირულობა, გულგრილობა და არაყი. წარსულს ჩაბარდა დიდ ადამიანთა და მამაცთა ოცნების დრო. გამარჯვებას ზეიმობდნენ საქმოსნები, გახრწნა, სიღატაკე”.