ტავრები – „ეპიზოდი”
ანტიკურ ხანაში ყირიმის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მობინადრე ხალხი – ტავრები, რომლებიც ისტორიულ დოკუმენტებში პირველად ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში იქნენ მოხსენიებულნი, ხოლო უკანასკნელად ჩვ.წ.აღ-ის I საუკუნეში, ერთობ უცნაური ტრადიციებით იყვნენ გამორჩეულნი. (ავტორი გენია.ჯი) ყველაზე დიდ ინტერეს ამ უძველესი ხალხის ტრადიციებში მაინც – ადამიანის დაკრძალვის უჩვეულო წესი იქცევდა. კერძოდ: როდესაც ტავრებში ვინმე გარდაიცვლებოდა, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ცხედრისათვის ბელადს ყურები უნდა დაეჭრა. ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო დიდი ნაწილი ეჭრებოდა ყურზე მიცვალებულს, მით უფრო დიდი პატივი იყო იგი გარდაცვლილისთვის, რადგან ეს მაუწყებელი იყო იმისა, რომ სიცოცხლის ჟამს მას განსაკუთრებული ამაგი ჰქონდა დადებული საკუთარი ხალხის წინაშე. შესაბამისად, ყველაზე სახელოვან პერსონებს ტავრები საერთოდაც, ყურების გარეშე ასაფლავებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)