ელვის პრესლი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ამერიკელ მომღერალსა და მსახიობს – ელვის აარონ პრესლის (1935-1977 წლები), ვინაც თავისი სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებით იყო გამორჩეული, ბავშვობიდანვე განსაკუთრებით იტაცებდა ექსტრავაგანტული ტანისამოსი. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც დაიწყო მომავალმა ხელოვანმა პატარა ასაკიდან მათი მოძიება და შეძენა. მას ხშირად ახასიათებდა საკუთარი სამოსის ისე გადააკეთება, რომ ყველასგან გამორჩეული ჩნდებოდა. უზარმაზარი ქონების დაგროვების შემდეგ, ელვისს თავისი საყვარელი ჰობი კიდევ უფრო გაუძლეირდა. შედეგად, დიდი შესაძლებლობების მქონე პრესლიმ ექსტრავაგანტული ტანისამოსის შეძენაში „ექსცენტრიული” თანხების გაღება დაიწყო. მის ახლობლებს თუ ვერწმუნებით, „როკ-ენ-როლის მეფედ” წოდებულმა მუსიკოსმა მათ შეძენას თავისი ქონების უდიდესი ნაწილი მოახმარა.
ელვის პრესლის ძვირადღირებული ექსტრავაგანტული ტანისამოსის დიდი ნაწილი ძვირფასი ქვებით იყო მოჭედილი. ამის გამო, მომღერლის ზოგიერთი სამოსი წონით 30 კილოგრამსაც კი აღემატებოდა. ელვისის გარდერობში არსებული თითოეული ასეთი ნივთის ფასი ათიათასობით დოლარს შეადგენდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ელვის პრესლის ექსტავაგანტული სამოსი