ველიმირ ხლებნიკოვი – „ეპიზოდი”
ანა ახმეტოვაზე უზომოდ, თუმცა უიმედოდ შეყვარებული ცნობილი რუსი პოეტი და პროზაიკოსი – ველიმირ ხლებნიკოვი (1885-1922 წლები) თავად აღიარებდა, რომ პირველად ფსიქიკურმა პრობლემებმა არმიაში მსახურობის ჟამს შეაწუხა. „მე გონებაწართმეული ძაღლივით გამოვიარე გარდაქმნის მთელი ჯოჯოხეთიო”, – მოგვიანებით ასე იხსენებდა მაშინდელ პერიოდს იგი. (ავტორი გენია.ჯი) შეყვარებული ქალის (ახმატოვას) მიერ „გასაოცარ შეშლილად” წოდებულ ხლებნიკოვს ხშირად ტანჯავდა ფსიქიკური შემოტევები, თუმცა მისი პოეტური ნიჭი იმდენად დიდი იყო, რომ სპონსორებს ასე თუ ისე მაინც პოულობდა.
ერთი პერიოდის განმავლობაში ველიმირზე მზრუნველობა საკუთარ თავზე თონეების მდიდარმა მფლობელმა, გვარად – ფილიპოვმა აიღო. იმ პერიოდში ხლებნიკოვი ახალი მეცენატის ხარჯზე ერთობ პრესტიჟულ სასტუმრო – „ლუქსში” დაბინავდა. სასტუმროს კომფორტულ ნომერში დაბინავებამ როგორც ჩანს, მის ფსიქიკას დიდად ვერ უსაშველა. ამას ისიც მოწმობს, რომ სასტუროში გადასვლისთანავე შემოსასვლელ კარზე (გარე მხრიდან) მან დაკიდა მუყაოს მოზრდილი თვითნაკეთი პლაკატი უცნაური ტექსტით. გარდა ტექსტისა, პლაკატზე დახატული ასევე გახლდათ – მზეც. თავად პლაკატის ტექსტი კი იუწყებოდა: „დედამიწის თავმჯდომარე. მიღება დღის 12 საათიდან საღამოს 11 საათამდე”. – (ავტორი გენია.ჯი)