აბრაამ ლინკოლნი – „ეპიზოდი”
ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდად ქცეულმა პრეზიდენტმა - აბრაამ ლინკოლნმა, 1865 წლის 14 აპრილს, დღის 12 საათზე, ვაშინგტონში ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აშშ-ის ისტორიაში პირველი საიდუმლო სამსახურის ფუნქციონირებას. (ავტორი გენია.ჯი) დროთა განმავლობაში, მის მიერ დაარსებულ საიდუმლო სამსახურს – „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო” (CIA) ეწოდა. მაშინ ლინკოლნი ვერც კი წარმოდგენდა, აღნიშნული დოკუმენტი მის მიერ ხელმოწერილ უკანასკნელ კანონად თუ იქცეოდა. დოკუმენტის ხელმოწერიდან 8 საათის გასვლის შედგომ იგი ფორდის თეატრში იქნა მოკლული ამერიკელი მსახიობის – ჯონ უილკის ბუთის მიერ.
სხვადასხვა წყაროები ირწმუნებიან, რომ ლინკოლნს საიდუმლო სამსახურის შექმნა თავის ტრაგიკულ აღსასრულამდე ერთი წლით ადრეც სურდა, თუმცა სხვა უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გამოისობით, დროებით გადადოო. ერთნი ამბობდნენ, აბრაამს რომ ამ ორგანიზაციის შექმნა მოესწრო, სიცოცხლეს შეინარჩუნებდაო. ბევრად უფრო კომპეტენტური ხალხი კი ამტკიცებს, რომ სინამდვილეში „CIA” ვერაფერს შეცვლიდა, რადგან მის ერთადერთ მოვალეობას მაშინ ყალბი ფულის მჭრელებთან ბრძოლა წარმოადგენდაო.
ის ფუნქციები (მათ შორის პრეზიდენტის დაცვისა), რომლითაც დღეისათვის არის აღჭურვილი აშშ-ის „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო”, მას მხოლოდ და მხოლოდ 1901 წელს მიენიჭა, აშშ-ის მორიგი პრეზიდენტის – უილიამ მაკ-კინლის მკვლელობის შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)