ერიხ მარია რემარკი წერდა…
„ჩვენ სასოწარკვეთილების ეპოქაში ვცხოვრობთ. აქ მარტოოდენ იუმორის გრძნობა თუ გვიშველის…” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განა არის ვინმე ისეთი, რომელმაც დაბეჯითებით იცოდეს, რომ ის, ვინც დღეს ეცოდება, ცოტა ხნის შემდეგ ბედნიერად არ მოეჩვენება?”
* * *
„სიბრალული ყველაზე უსარგებლო რამაა ამ ქვეყნად, ის ნიშნის მოგების მეორე მხარეა. ეს კარგად იცოდეთ”.
* * *
„არასოდეს იმაზე მეტი არ იფიქრო, რაც უკიდურესად არის აუცილებელი”.
* * *
„წარსული გვასწავლის, რომ ცხოვრებაში მეტად შორს არ უნდა იხედებოდე წინ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გული არაფერზე არ გაიტეხო! ამ ქვეყნად ეს ჭეშმარიტება ყველაზე უფრო უდავო გახლავთ”.
* * *
„შეიძლება საკუთარ თავს საყვედურობდე ყველაფრისათვის, რასაც კი აკეთებ, ანდა საერთოდ არაფრისათვის არ საყვედურობდე”.
* * *
„სამუშაო სერიოზული საქმეა. არ შეიძლება, რომ ადამიანს დღეს სამუშაო მისცე და ხვალ კი წაართვა. ეს უფრო უარესია, ვიდრე ის, რომ კაცს ცოლი შერთო და მეორე დღეს უკანვე წაართვა”.
* * *
„სანამ ადამიანი არ ნებდება, მანამ ძლიერია იგი საკუთარ ბედზე”.
* * *
„ძალაუფლება – ყველაზე გადამდები დაავადებაა დედამიწაზე”. – (ავტორი გენია.ჯი)