თედორე შალიაპინი – „ეპიზოდი”
ვირტუოზი რუსი საოპერო მომღერალი – თედორე შალიაპინი (1873-1938 წლები), იმთავითვე ნეგატიურად იყო განწყობილი ბოლშევიკების (წითლების) მიმართ. ამიტომაც გულშემატკივრობდა იგი რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო დაპირისპირების ჟამს „თეთრგვარდიელებს”. (ავტორი გენია.ჯი) „წითლების” წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში შალიაპინი იარაღით ხელში ნამდვილად არ ჩართულა, თუმცა 40 წლის ასაკში მყოფ პოპულარულ საოპერო მომღერალს უკვე იმდენი ფული ჰქონდა გამომუშავებული, რომ ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლ „თეთრებს” ხშირად უწევდა ფინანსურ დახმარებას. ცნობილია ისიც, რომ „თეთრების” დახმარება მუსიკოსს არც მათი დამარცხების შემდეგ არ შეუწყვეტია: შალიაპინი მუდმივად რიცხავდა თანხებს უცხოეთში ემიგრირებული „თეთრების” შვილების სახელზე.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ბოლშევიკები მოვიდნენ, სახელოვან მომღერალს სამშობლოს ღალატში დაედო ბრალი. შედეგად, თედორეზე კომუნისტებმა შურიც იძიეს: მათმა განახორციელეს შალიაპინის ქონების სრული კონფისკაცია; ჩამოართვეს სახლი, ავტომობილი და სახალხო არტისტის წოდება. აღნიშნულმა გარემოებებმა იგი იძულებული გახადა სამშობლოდან უცხოეთში, კერძოდ კი – საფრანგეთში სამუდამოდ გადახვეწილიყო. თუმცა მანამდე, მან სხვა საქველმოქმედო აქციებშიც მოასწრო მონაწილეობის მიღება. მაგალითად: პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, თედორემ პირადი სახსრებით გახსნა ორი საავადმყოფო ფრონტზე დაჭრილი თანამემამულე სამხედროებისათვის, სადაც მკურნალობის ხარჯებს თავად ფარავდა. თავმდაბალი მუსიკოსი ამ ფაქტს დიდი ხნის განმავლობაში მალავდა საგულდაგულოდ. – (ავტორი გენია.ჯი)