პირველი საავტომობილო ნომერი – „ეპიზოდი”
1901 წლის 25 აპრილს ნიუ-იორკის შტატში (აშშ) ოფიციალურად იქნა შემოღებული მსოფლიოში პირველი საავტომობილო ნომრები. თავდაპირველად ნორმირებული საავტომობილო ნიშნები არ არსებობდა და ყველა ის ადამიანი, რომელიც მფლობელი გახლდათ ამ ინოვაციური სატრანსპორტო საშუალებისა, ვალდებული იყო პირადად დაემზადებინა მის საკუთრებაში არსებული ავტომობილისთვის სანომრე ნიშნები (დიზაინის შერჩევა თავისუფალი იყო). (ავტორი გენია.ჯი) იმ სარეგისტრაციო ნომერს კი, რომელიც მას უნდა განეთავსებინა ავტომანქანაზე, სახელმწიფო გასცემდა. ცნობისათვის, იმ პერიოდში ავტომობილის დარეგისტრირების ფასი მხოლოდ და მხოლოდ ერთ დოლარს შეადგენდა.
თანამედროვე სახის პირველი საავტომობილო ნიშანი იმავე წელს (1901 წელი) გამოჩნდა გერმანიაში და მისი პირველი მფლობელი გახლდათ ბერლინელი კომერსანტი – რუდოლფ ჰერცოგი, ვინაც ქალაქის ადმინისტრაციისგან მიიღო თანხმობა საკუთარ ავტომობილზე შემდეგი სანომრე ნიშანი განეთავსებინა: „I A 1″. აღნიშნულ ნომერში რამდენიმე საინტერესო დეტალი იყო ჩადებული. კერძოდ ის, რომ მასზე გამოსახული ასოები კომერსანტის ახალგაზრდა მეუღლის სახელისა და გვარის – იოანა ანკერის ინიციალები გახლდათ. ციფრი 1 კი სიმბოლურად გამოსახავდა იმას, რომ გერმანელი ჰერცოგისათვის თავისი საყვარელი მეუღლე მისთვის პირველი და ერთადერთია. – (ავტორი გენია.ჯი)