ემზარ კვიტაიშვილი – „ჩემი ხე”

დავალ, ყველგან მელანდება ის ხე, შავფოთოლა,

ხნოვანებით, ტანითაც ზუსტად ჩემი ტოლა.

არც იფიქროთ, დაყაროს – შეშა ანდა წნელი;

გარს ესკვნება ჩემსავით, მასაც, სამი სკნელი.

მიწაშიაც იმდენია, რამდენიც ჩანს ზევით;

ახლოვდება წაშლის დღე, ერთად წავიქცევით.

კომენტარის დატოვება