კონფუცი – „ეპიზოდი”
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ერთ-ერთ საუკეთესო ჩინელ ფილოსოფოსს - კონფუცის (ძვ.წ.აღ-551 – 479 წლები) ისეთი საშინელი ტრაგედიები დაატყდა თავს, რომლებმაც საბოლოო ჯამში დიდად დააჩქარეს მისი აღსასრული. (ავტორი გენია.ჯი) ჯერ იყო და გენიალური მოაზროვნე ცოლს გაშორდა და შესაბამისად, ოჯახი დაენგრა. შემდგომ მისი ერთადერთი ვაჟი – ლი გარდაიცვალა. მშობლიურ კუთხეში დაბრუნებულს ძვ.წ.აღ-ით 480 წელს თავისი უსაყვარლესი მოწაფე – იენ ჰუეიც გამოეცალა ხელიდან. იმავე წელს აღესრულა მისი მეორე გამორჩეული მოწაფე – ცზი ლუც (იგი ერთ-ერთი ბრძოლის ჟამს დაიღუპა). ყველა ამ დანაკარგმა კონფუცი მართლაც რომ წელში გატეხა, რასაც თან დაერთო მისი პოლიტიკური იდეების სრული იგნორირება საკუთარი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან. შედეგად, იენ ჰუეისა და ცზი ლუს გარდაცვალებიდან მეორე წელს (ძვ.წ.აღ-ით 479 წელს), თავადაც გამოეთხოვა წუთისოფელს დიდი ჩინელი ფილოსოფოსი. – (ავტორი გენია.ჯი)