ბელა ახმადულინა – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი რუსი პოეტი ქალი – ბელა ახმადულინა (1937-2010 წლები) სპირტიანი სასმელების მოტრფიალე რომ გახლდათ, უცხო ინფორმაცია არავისთვისაა. ალკოჰოლური სასმელების მასიური მოხმარება მან ჯერ კიდევ თავისი პირველი ქორწინების ჟამს დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) ახმადულინას ეს მანკიერი თვისება არც მეორედ დაქორწინების შემდეგ მოუშორებია თავიდან. ის კი არადა, პოპულარულ რუს მწერალთან – იური ნაგიბინთან შეუღლებამ კიდევ უფრო დამოკიდებული გახადა იგი ალკოჰოლზე. ბელას აღნიშნული თვისება თავის დღიურში არაერთხელ აქვს მოხსენიებული ნაგიბინს. თავად იურის დედა ანუ ახმადულინას დედამთილი – ქსენია ალექსანდრეს ასული ირწმუნებოდა, რომ მარტო მისი რძალი კი არ ეტანებოდა სპირტიან სასმელებს, არამედ თავისი ვაჟიც აქტიურად მოიხმარდა მას. „ერთ მშვენიერ დღეს მორიგ წვეულებაზე გაემგზავრა ორი ლამაზმანი და სახლში დაბრუნდნენ როგორც ღორებიო!” – იგონებდა მოგვიანებით ნაგიბინის დედა.
ბელა ახმადულინას ამ მანკიერი თვისების შესახებ ცნობებს ასევე იძლეოდა გენიალური რუსი ბალეტის მოცეკვავის – მაია პლისეცკაიას ღვიძლი ძმა – აზარი, ვინაც ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა პოეტ ქალთან. ერთ დღეს პლისეცკაიას დედას, ვინაც ძალიან განიცდიდა ახმადულინას ალკოჰოლიზმს, უკითხავს კიდეც ბელასათვის, რა იყო მიზეზი იმისა, რის გამოც იგი ასე ხშირად მოიხმარდა სპირტიან სასმელებს. დასმულ შეკითხვაზე ახმადულინას ასეთი პასუხი გაუცია: „შევეცადე – არ დამელია. არ დავლიე და ეგრევე შევწყვიტე ლექსების წერაო”. – (ავტორი გენია.ჯი)