ემზარ კვიტაიშვილი – „დაწყევლილთაგანი”

გული ჩახურე, ეძებდი რაღად,

უზუსტეს სიტყვას პოეტი-დენდი,

არად აგდებდი ბუნების ღაღადს,

მედიდურობით მწავლავდი, მწყენდი.

* * *

ბალახიც გძულდა, მოარულს კენტად…

წვიმა და თოვლი, ზვავი და ზავთი…

მოგძაგდა, რაც რომ ფეთქავდა, ქშენდა,

საკუთარ თავშიც სიცოცხლეს კლავდი.

კომენტარის დატოვება