„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ამქვეყნად მზეც კი არ ანათებს ყველას საკეთილდღეოდ!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მტერ-მოყვარეობა ერთი დღის შვილებია”.
* * *
„ცხოვრება ყვავილებითაც ატკბობს ადამიანს და ეკლითაც ჩხვლეტს”.
* * *
„სხვისთვის ტკივილის მიყენება მხოლოდ ავგულ ადამიანებს უყვართ”.
* * *
„არიან ადამიანები, რომელთაც ღმერთმა ნიჭი კი მისცა, მაგრამ მისი გამოყენების ჭკუა – არა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ბოროტებას დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია”.
* * *
„გველს შხამი ენის ძირში უდევს, ზოგიერთ ადამიანს კი გულ-ძარღვში გასჯდომია”.
* * *
„ლამის გული აგერიოს ადამიანს, ისე საძაგლადაა მოწყობილი ეს ქვეყანა”.
* * *
„თავისუფლება არ დაკარგო! ის სიყვარულზე უფრო ძვირფასია. მაგრამ, ჩვეულებრივ, ამას მეტად გვიან მიხვდებიან ხოლმე”.
* * *
„დიდი უცნაური არსება კია ადამიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)