ტარიელ ჭანტურია – „ვენაცვალე ცრემლს”
ვენაცვალე ცრემლის
ერთ, ერთადერთ წვეთს,
ცხოვრებაში ზოგჯერ
ყველაფერს რომ წყვეტს!
* * *
ერთადერთ წვეთს ცრემლისას,
ბავშვის თვალზე მომდგარს -
ცვილივით რომ მოალბობს
ტვინარეულ ხონთქარს…
* * *
სიცოცხლის და სიკვდილის
მხლებელი და მცველი -
იყოს ასე, იწვეთოს -
ვის რას უშლის ცრემლი…