ჰიროჰიტო – „ეპიზოდი”
იაპონიის რიგით 124-ე იმპერატრორი – ჰიროჰიტო (1901-1989 წლები), ვინაც მეორე მსოფლიო ომში ჩააბა „ამომავალი მზის ქვეყანა”, მიუხედავად თავისი პოლიტიკური კარიერისა, ფანატიკურად იყო გატაცებული საზღვაო ბიოლოგიით. (ავტორი გენია.ჯი) მეცნიერების აღნიშნული დარგი იაპონიის სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენლებში იმთავითვე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ამიტომაც გახდა მოწოდებით იმპერატორი ჰიროჰიტო – ბიოლოგი. ცნობილია, რომ მან 1919 წელს აღმოაჩინა მანამდე ყველასათვის უცნობი კრევეტების სახეობა (ქართულად კრევეტებს – „ღორტაო” ჰქვია). 1925 წელს კი, საიმპერატორო სასახლის – აკასაკას ტერიტორიაზე სულაც ორსართულიანი კეთილმოწყობილი ზღვის ბიოლოგიური ლაბორატორია ააშენა, სადაც თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ატარებდა ხოლმე.
მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, ჰიროჰიტომ 32 წიგნი გამოაქვეყნა, რომლებშიაც 44 ახალი სახეობის ზღვის ბინადრების შესახებ იყო ინფორმაცია მოწოდებული. – (ავტორი გენია.ჯი)