ფრანც ფერდინანდის წყეული ავტომობილი

1914 წლის 28 ივნიის სარაევოში სერბი ნაციონალისტის – გავრილო პრინციპის მიერ მოკლული იქნა ავსტრო-უნგრეთის ერჰერცოგი და ტახტის მემკვიდრე – ფრანც ფერდინანდი და მისი მეუღლე – სოფია ჰოტეკი. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა ტრაგიკულმა მოვლენამ როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი, პირველი მსოფლიო ომის გაჩაღებას ჩაუყარა საფუძველი.

„რკინის ცხენად” წოდებული ავტომობილი, რომელშიაც ისინი იქნენ მოკლულნი, Graf & Stift-ის ფირმის გახლდათ და 1910 წლის გამოშვებას წარმოადგენდა. საინტერესოა ის გარემოება, რომ, მას შემდეგ აღნიშნული ავტომობილის მფლობელებს „წყევლა” მუდამ თან სდევდათ.

ერჰერცოგისა და მისი მეუღლის მკვლელობის შემდეგ მისი პირველი მფლობელი გახლდათ – გენერალი პოტიორეკი, რომელსაც ყველასათვის მოულოდნელად – ფსიქიკური პრობლემები მოეძალა. შედეგად, სიცოცხლე ამ მხედართმთავარმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა. მეორე მფლობელს ავტომობილისა, ამერიკელი კაპიტანი წარმოადგენდა, ვინაც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა მალევე. იგი ორმა გლეხმა სასიკვდილოდ სცემა რაღაც გაუგებრობის გამო.

მოგვიანებით „რკინის ცხენი” შეისყიდა იუგოსლავიის გუბერნატორმა. ოთხიოდე თვის გასვლის შემდეგ იგი ავტოავარიაში მოყვა და მარჯვენა ხელი დაკარგა. რამდენიმე ხანში დასახიჩრებულმა გუბერნატორმა ეს „დაწყევლილი” ავტომობილი პროფესიით ექიმს მიჰყიდა. მისდა საუბედუროდ, ახალი მფლობელიც ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლი გახდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ავღნიშნავ, რომ ეგზომ ტრაგიკული მოვლენების მატარებელი ავტომობილის თითოეული ახალი მფლობელი ყოველთვის უბედურების მსხვერპლი ხდებოდა (ცნობილია, რომ საერთო ჯამში დაიღუპა ან დასახიჩრდა – 30 ადამიანი).

ყოველივე ამის შემდეგ იგი ექსპლოატაციიდან ამოიღეს და ვენაში განთავსებულ „სამხედრო მუზეუმში” განათავსეს, სადაც დღემდეა წარმოდგენილი.


ფრანც ფერდინანდის წყეული ავტომობილი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>