ინგლისის ისტორიიდან – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწის – ოლივერ კრომველის მმართველობის პერიოდში, კერძოდ კი – 1655 წელს, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ქრისტიანულ ინგლისში კანონის ძალით იქნა აკრძალული ქრისტეს შობის დიდებული დღესასწაულის ყოველგვარი აღნიშვნა. (ავტორი გენია.ჯი) შედეგად, ქრისტეს შობის ბრწინვალე დღესასწაულზე მოსახლეობას ეკრძალებოდა რაიმე სახის სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვა და სადღესასწაულო სუფრების გაშლა. ის კი არადა, ასეთ მნიშვნელოვან დღეს ხელისუფლება თავის მოქალაქეებს აიძულებდა – ემუშავათ. ის, ვინც იგნორირებას გაუწევდა აღნიშნული კანონის აღსრულებას, უეჭველ დასჯას ექვემდებარებოდა.
მონარქიის რესტავრაციის შემდგომ, ინგლისის მეფემ – ჩარლზ II სტიუარტმა გააუქმა ქრისტეშობის დღესასწაულის აღნიშვნაზე დაწესებული ტაბუ, რამაც მოსახლეობას საშუალება მისცა კვლავაც სათანადოდ შეხვედროდა ქრისტიანთათვის ესოდენ მნიშვნელოვან დღესასწაულს. – (ავტორი გენია.ჯი)