ლუი XIV დე ბურბონი – „ეპიზოდი”
„მეფე მზედ” წოდებული საფრანგეთის ლეგენდარული მეფის – ლუი XIV დე ბურბონის (1638-1715 წლები) სამეფო კარზე უამრავ ინტრიგასა და სასიყვარულო თავგადასავლებს ჰქონდათ ფესვები გადგმული, რაც თავის მხრივ, დიდად აღიზიანებდა მონარქს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ყველაზე მეტად, რაზეც ლუი ღიზიანდებოდა, სამეფო ეტიკეტის დარღვევა და მისი ბრძანების იგნორირება გახლდათ.
ერთხელ ფლანდრიაში მყოფმა ფრანგმა მონარქმა თავის სასახლეში პარიზში მყოფი თავისი მეუღლე, დედოფალი – მარია ტერეზა ავსტრიელი მიიხმო. აღნიშნული ფაქტი მალევე ცნობილი გახდა ლუის ფავორიტი ქალისთვის – ლუიზა დე ლა ვალიერისთვის, ვინაც იმ პერიოდში ორსულად იმყოფებოდა. მონარქი-საყვარლისაგან მან მიიღო ბრძანება, პარიზში დარჩენილიყო და ფეხი არ გაედგა ფლანდრიისაკენ. მიუხედავად ამისა, ქალმა, რომელსაც სურდა, რომ თავისი განუზომელი სიყვარული დაემტკიცებინა ლუისთვის, საუკეთესო ცხენებისაგან შემდგარი ეკიპაჟი დაიქირავა და ერთგვარ „რბოლაში” ჩაება ფლანდრიის გზაზე დამდგარ დედოფლის ეკიპაჟანთან.
საბოლოო ჯამში, ლუისთან ჩასვლა მარია ტერეზას ქმრის საყვარელმა დაასწრო. თუმცა ლუიზას დიდი იმდეგაცრუება ელოდა წინ. აღნიშნულმა ფაქტმა როგორც ჩანს, ძალიან გააღიზიანა ფრანგი მონარქი. „ქალბატონი დედოფლის წინ?!” – უსიამოვნოდ გაკვირვებულს ჩაულაპარაკია მაშინ ფრანგ მონარქს . – (ავტორი გენია.ჯი)
მარია ტერეზა ავსტრიელი
ლუიზა დე ლა ვალიერი