უილიამ III ორანელი – „ეპიზოდი”
ადრეულ საუკუნეებში რიგი ევროპული სახელმწიფოების სამეფო კარზე უამრავ უცნაურ და მიუღებელ ტრადიციას ჰქონდა ადგილი დამკვიდრებული. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: როდესაც ინგლისის დედოფალი – მარია მოდენელი ჯეიმზ ფრანსის ედუარდ სტიუარტს ბადებდა, მშობიარობის პროცესს 200 ადამიანი ესწრებოდა. ასეთივე მრავარიცხოვანი საზოგადოება დაესწრო ტრაგიკულად აღსრულებული საფრანგეთის დედოფლის – მარი ანტუანეტის მშობიარობის პროცესსაც. ხალხის სიმრავლის გამოისობით დედოფლის საძინებელში იმდენად ჩახუთულა ჰაერი, რომ უჰაერობისაგან ანტუანეტი ცუდადაც კი გამხდარა…
აი, ინგლისისა და შოტლანდიის მეფის – უილიამ III ორანელის (1650-1702 წლები) შემთხვევაში საქმე აბსოლუტურად სხვაგვარად იყო, თუმცა ისიც არ ტოვებს ადამიანს გაოცების გარეშე. კერძოდ: მერი მეორეზე ახლადდაქორწინებულ უილიამს თავის მეუღლესთან „პირველი ღამის” გატარება საკუთარი ბაბუის, ინგლისისა და შოტლანდიის მეფის – ჩარლზ II სტიუარტის თანდასწრებით მოუხდა. ასაკოვანი მონარქი მთელი ღამის განმავლობაში ახლადშეუღლებული ცოლ-ქმრის წყვილის საწოლის სიახლოვეს იმყოფებოდა და დრო და დრო გულმოდგინე სიტყვებით „ამხნევებდა” სიყვარულის მორევში გადაშვებულ საკუთარ შვილიშვილს. – (ავტორი გენია.ჯი)