ფილიპე V – „ეპიზოდი”
ესპანეთის მეფე – ფილიპე V (1683-1746 წლები) ღვთისმოსავი კათოლიკე მონარქი გახლდათ. მას სხვა უამრავი მონარქისაგან განსხვავებით, არასოდეს ჰყოლია საყვარლები. (ავტორი გენია.ჯი) ამ შემთხვევაში საყურადღებოა ის გარემოება, რომ იგი ინტიმური თანაცხოვრების თავგადაკლულ მოყვარულ პერსონას წარმოადგენდა.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, ფილიპე, რომელმაც ორჯერ მოასწრო დაქორწინება, დღეში სულ მცირე სამჯერ კავდებოდა სქესობრივი აქტით თავის თანამეცხედრესთან. თითოეული ასეთი აქტის დასრულების შემდეგ, ესპანელი მონარქი ყოველ ჯერზე ეკლესიაში მიდიოდა, სადაც გულმხურვალე ლოცვას ეძლეოდა და თავის მოძღვართან გულწრფელად ინანიებდა ჩადენილ ცოდვას. ეკლესიიდან გამოსული კი ისევ და ისევ თავგუდმოგლეჯილი გარბოდა ცოლთან და ისევ და ისევ „ძველი საქმიანობით” კავდებოდა მასთან ერთად.
„წლები, როდესაც სახელმწიფო იმართებოდა ფილიპეს ცოლების „ფეხებშუებიდანო”, – ასე მრავლისმეტყველად ახასიათებდნენ ფილიპე მეხუთეს მმართველობის პერიოდს მისი თანამედროვეები. – (ავტორი გენია.ჯი)