ერიხ მარია რემარკი – „ეპიზოდი”
გენიალური გერმანელი მწერალი - ერიხ მარია რემარკი (1898-1970 წლები), რომელმაც თავისი შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო ლიტერატურული ქმნილება – „დასავლეთის ფრონტი უცვლელია” სულ რაღაც ექვსიოდე კვირაში დაწერა მკვეთრად წვერწამახული ფანქრით, ელეგანტური და გემოვნებიანი ჩაცმის მოყვარული პერსონა გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) იგი შესანიშნავად ფლობდა ფორტეპიანოსა და ორღანზე დაკვრის ხელოვნებას, რამაც განაპირობა კიდეც ის, რომ 18 წლის ასაკში მყოფი მუსიკაში კერძო გაკვეთილებს უტარებდა მოწაფეებს. რემარკის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც ქუჩაში ქსოვილების ნაჭრებს ჰყიდდა. გარდა ამისა, რამდენიმე ხნის განმავლობაში მუშაობდა საფლავის ქვების დამამზადებელ საწარმოშიც. ყველა ამ სამსახურში ნაშოვნი ფულის დიდ ნაწილს ერიხი გემოვნებიანი ტანისამოსის შეძენაში ხარჯავდა. გერმანელ ლიტერატორს განსაკუთრებით მაინც დიდი ჰალსტუხები და „პანამა”-ს სტილის ქუდები უყვარდა, რომელთა შეძენაშიც იგი ფულს არასოდეს ზოგავდა. მწერალი მიიჩნევდა, რომ ელეგანტური ჩაცმა-დახურვა საზოგადოებრივ ასპარეზზე წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უცილობელი საშუალება გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)