ჯეკ ლონდონი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერლის - ჯეკ ლონდონის (1876-1916 წლები) ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი ადგილი ეჭირა ქალს, რომლის სახელი და გვარი გახლდათ – ვირჯინია პრენტისი. (ავტორი გენია.ჯი) იგი წარმოადგენდა შავკანიან ქალბატონს, რომელიც ჯეკის დედის – ფლორა ველმანის ყოფილი მონა იყო. მას შემდგომ, რაც მომავალი ლიტერატორი ქვეყნიერებას მოევლინა, სწორედ რომ მან აიღო საკუთარ თავზე მამისაგან მიტოვებული ბავშვის აღზრდა. ეს კეთილშობილი ქალი დიდი ხნის განმავლობაში ისე ზრუნავდა ჯეკიზე, როგორც საკუთარ შვილზე.
უკიდურეს სიღარიბეში მაცხოვრებელი 14 წლის ყმაწვილი იძულებული გახდა ლუკმა-პური თავისი შრომით მოეპოვებინა. ამის ერთ-ერთ საშუალებად მან ღია ზღვაში გასვლა და იქ კრევეტების მონადირება მიიჩნია. თუმცა ეს გეგმა რომ განეხორციელებინა, საჭირო იყო ნავის შეძენა, რომლის შესაძენი ფული მას რაღა თქმა უნდა, მაშინ არ გააჩნდა. დახმარების ხელი ლონდონს ისევ თავისმა აღმზრდელმა ქალმა გაუწოდა: ვირჯინიამ ჯეკის 300 ამერიკული დოლარი გადასცა ნავის შესაძენად. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყოფილმა მონა ქალმა ლონდონს ფული კი არ ასესხა, არამედ – აჩუქა. შედეგად, ლიტერატორმა ნავი შეიძინა და ყოველგვარი ლიცენზიის გარეშე უკანონოდ მიჰყო ხელი კრევეტების მონადირებას. ამ მეთოდით მომავალმა მწერალმა გარკვეული ხნის განმავლობაში გაიტანა თავი.
ის დიდი ამაგი, რომელიც ვირჯინიამ თავის დროზე დასდო ლონდონს, მწერალმა სათანადოდ დააფასა შემდგომში. – (ავტორი გენია.ჯი)
ვირჯინია პრენტისი (ცენტრში)