ძაღლი ვნახე ერთგულებას,
ძვალზე რომ არ სცვლიდა,
კაცი ვნახე მოღალატე,
ძმისთვის მიწას სთხრიდა,
გამიკვირდა, უნებურად
წუთისოფელს ვკითხე,
ამის ძაღლად, იმის კაცად,
მოვლინება ღირდა?!