მარია კალასი – „ეპიზოდი”
ოპერის ვირტუოზი მომღერალი - მარია ანა სოფია სესილია კალოგეროპულოსი (1923-1977 წლები), იგივე – მარია კალასი, გერმანელი ნაცისტების მიერ ოკუპირებული ათენის საოპერო თეატრის სცენაზე პუბლიკის წინაშე პირველად 1941 წლის ივლისის თვეში წარსდგა. (ავტორი გენია.ჯი) ჯაკომო პუჩინის სამ მოქმედებიან ოპერაში, სახელწოდებით – „ტოსკა”, მისი მონაწილეობა თავდაპირველად დაგეგმილი არ ყოფილა, თუმცა ქალი, რომელსაც მასში მთავარი საოპერო პარტია უნდა შეესრულებინა, მოულოდნელად ავად გახდა. შედეგად, აღნიშნული „ტვირთი” იმ პერიოდისათვის ყველასათვის უცნობ ყმაწვილქალს – მარია კალასს „აჰკიდეს”. მისი წარმატების კი არავის სჯეროდა, რასაც მარიას სადებიუტო გამოსვლის წინ მომხდარი ერთი არასასიამოვნო ინციდენტიც ადასტურებს. ის იყო მარია სცენაზე უნდა გასულიყო, რომ მის ყურს ათენის საოპერო თეატრის ერთ-ერთი თანამშრომლის შეურაცხმყოფელი სიტყვები მისწვდა: „ – ნუთუ შესაძლებელია ასეთ სპილოს ტოსკას პარტიის შესრულების უნარი შესწევდეს?” – გაიგონა თუ არა ფიზიკურად ერთობ ძლიერმა მარიამ ეს სიტყვები, მან თავის შეურაცხმყოფელს ისე ძლიერად დაჰკრა ცხვირში მუშტი, რომ იგი უმალვე ნოკდაუნში გაგზავნა.
მარიასდა საბედნიეროდ, კრიტიკოსების ვარაუდი არ გამართლდა: მან დიდებულად იმღერა იმ დღეს, რითაც სათავე დაუდო თავის ბრწიყნვალე საოპერო კარიერას. – (ავტორი გენია.ჯი)