საჭურისები – „ეპიზოდი”
დღესდღეობით ძალიან რთულია იმის ზუსტად თქმა, როდის დაიწყო კაცობრიობამ ადამიანების დასაჭურისება, თუმცა ოფიციალურად დადასტურებული პირველი ასეთი შემთხვევები დაფიქსირებული იქნა თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფოში – ასურეთში დაახლოებით 4 000 წლის წინათ. (ავტორი გენია.ჯი) როგორც რიგი წყაროებისა ირწმუნება, შუამდინარეთში არსებული აღნიშნული ქვეყნის მბრძანებლებმა თავდაპირველად სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარი ჩინოვნიკების დასაჭურისების გადაწყვეტილება მიიღეს. ამ გზით ისინი შეეცადნენ თავიდან აეცილებინათ მათგან სავარაუდოდ მოსალოდნელი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. გავლენიანი სახელმწიფო ჩინოვნიკებისათვის დინასტიის გაგრძელების საშუალების მოსპობას ისინი ძალაუფლების შენარჩუნების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდნენ.
მოგვიანებით, ასურელებმა უბრალო მოკვდავების დასაჭურისებასაც მიჰყვეს ხელი. თუმცა ამ შემთხვევაში – სარიტუალო მიზნებით. ასურელი ქურუმები მამაკაცთათვის მოკვეთილ გენეტალიებს ნაყოფიერების ღვთაებას – კუ-ბაბის სწირავდნენ, რათა მას გვალვა აეცილებინა ადამიანებისათვის და შესაბამისად, უხვი მოსავალი მიეცა მათთვის. – (ავტორი გენია.ჯი)