მარია მედიჩი – „ეპიზოდი”
საფრანგეთისა და ნავარის საყოველთაოდ ცნობილი დედოფლის – მარია მედიჩის (1575-1642 წლები) ბავშვობა არა მხოლოდ პირადი ტრაგედიებით, არამედ ერთობ უცნაური მოვლენებითაც იყო აღსავსე. (ავტორი გენია.ჯი) 3 წლის ასაკში მყოფს სულ რაღაც 31 წლის ასაკშიოდე მყოფი დედა – იოჰანა ავსტრიელი გამოეცალა ხელიდან. ოფიციალური ცნობების თანახმად, 8 თვის ორსული ქალი ფლორენციული სასახლის – პალაცო ვეკიოს კიბეებიდან დაგორების შედეგად მიღებულ ტრამვებს ემსხვერპლა. სხვა მონაცემები კი ირწმუნებიან, რომ იოჰანა საწამლავის მსხვერპლი გახდა. დედის გარდაცვალებიდან სამიოდე თვის გასვლის შემდეგ, მარიას მამამ, ტოსკანის დიდმა ჰერცოგმა – ფრანჩესკო I მედიჩიმ თავის ერთ-ერთ საყვარელ ქალზე – ბიანკა კაპელოზე იქორწინა (ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ხალხი ბიანკას „ჯადოქრის” ზედსახელით მოიხსენიებდა). აქვე შევნიშნავ იმასაც, რომ მარიას უკიდურესად სძულდა „ჯადოქრად” წოდებული თავისი დედინაცვალი.
12 წლის ასაკში მარია ყოველმხრივ დაობლდა: მამამისი და დედინაცვალი ერთი დღის სხვაობით გამოეთხოვნენ წუთისოფელს. ფლორენციაში გავრცელებული ხმები ირწმუნებოდნენ, რომ ორივე მათგანი მოწამლის მსხვერპლი გახდა.
გარდა ამ ტრაგიკული ამბებისა, მარია მედიჩის თავს უცნაური მოვლენებიც მრავლად იჩენდნენ ხოლმე თავს. ასე მაგალითად: მის პირად საძინებელს სამჯერ დაეცა მეხი; გამოიარა მიწისძვრის საშინელება, რასაც სასწაულებრივად გადაურჩა; იგი ასევე გადაურჩა მდინარის წყალში დახრჩობასაც…
ცხოვრების უკანასკნელი წლები, რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, კარდინალ რიშელიეს მიერ უკიდურესად შევიწროვებულმა საფრანგეთისა და ნავარის ყოფილმა დედოფალმა, სიღატაკეში განვლო. მის ცხოვრებაში დადგა ისეთი სავალალო პერიოდი, როდესაც რუბენსის სახლში თავშეფარებული ოდესღაც ძლევამოსილი და გავლენიანი ქალი იძულებული იყო ფული მემწვნაილეებისგან და მეწაღეებისგანაც კი ესესხა. საბოლოო ჯამში, მარია მედიჩი გერმანულ ქალაქ კელნში აღესრულა 67 წლის წლის ასაკში.
გარდაცვალების წინ, მან შეადგინა ანდერძი, სადაც დაწვრილებით იყო ჩამოწერილი ის, თუ ვის რას უტოვებდა სიკვდილის შემდეგ. თუმცა ქონება, რომელიც მარიას საფრანგეთში დარჩა, მას აღარ ეკუთვნოდა. საინტერესოა ის გარემოება, რომ მან ანდერძში კარდინალი რიშელიეც მოიხსენია, ვისაც რატომღაც თავისი საყვარელი თუთიყუში უანდერძა. – (ავტორი გენია.ჯი)