გალაკტიონ ტაბიძე – “საკუთარი პოეზიის” შესახებ…

“ჩემი ლექსების პოეტიკის ძირები ღრმად და მტკიცედ ჩაეზარდნენ ეროვნულ ნიადაგს, და მთელი შემოქმედების მანძილზე მას უხვად ასაზრდოებდა მშობლიური მიწის წვენი.ჩემს ლექსებში გამომჟღავნდა მტკიცე კავშირი ეროვნულ-პოეტურ კულტურასთან,მის ხალხურ და კლასიკურ ფორმასთან,სხვაგვარად არც შეიძლებოდა.ჩვენი პოეზია დღეს არ იქნებოდა ის,რაც არის,რომ არ ყოლოდა ისეთი სახელები,როგორიცაა რუსთაველი,გურამიშვილი,ბარათაშვილი,აკაკი,ვაჟა… მაგრამ მე მტკიცედ მჯეროდა: პოეზიაში რომ თქვა ახალი და დიდი სიტყვა,ამის აუცილებელი პირობაა – გქონდეს ბუნებისაგან მონიჭებული განსაკუთრებული ტალანტი.დაუფლებული იყო მაღალ პოეტურ კულტურას,გახასიათებდეს ლექსის გრძნობა,ძიების უნარი და სიახლისადმი მისწრაფება.ჭეშმარიტი პოეტი უნდა ზრუნავდეს ორიგინალურ საზომებზე,რითმაზე და რიტმზე,პოეზიის ყველაზე დიდი მტერია სტანდარტი და ეპიგონობა.ჩემი ლექსები ჩემი სულის ანაბეჭდია – შთაგონებული ქართული პოეზიის დიდი ტრადიციებით”. (ავტორი გენია.ჯი)