მუსტაფა I – „ეპიზოდი”
სანამ ოსმალეთის სამეფო ტახტზე ავიდოდა, – მუსტაფა I (1591-1639 წლები) საკუთარი ძმის ბრძანებით მთელი თოთხმეტი წლის განმავლობაში ჰყავდათ გამომწყვდეული თოფქაფის სასახლეში. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც იმპერიაში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ახალი სულთნის მბრძანებლობის დაწყებისთანავე სიცოცხლეს უნდა გამოსალმებოდა ყველა მისი ძმა. აღნიშნული ტრადიციის გამოისობით, თავის დროზე (1595 წელს), მუსტაფას მამამ – მეჰმედ მესამემ – 19 თავისი ძმა გაუყენა იმიერის გზას. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ იგივე მეთოდის გამოყენებაზე მუსტაფას შემთხვევაში უარი განაცხადა ოსმალეთის იმპერიის სამეფო ტახტზე ასულმა მუსტაფას უფროსმა ძმამ – აჰმედ I-მა. მან 12 წლის ასაკში მყოფი უმცროსი ძმის სიკვდილით დასჯაზე რიგი გარემოებების გამო უარი განაცხადა.
მიუხედავად ამისა, „ოქროს გალიაში” (კაფესეში) გამომწყვდეული მუსტაფა ყოველდღიურად მაინც სიკვდილის მოლოდინში იმყოფებოდა, რამაც თავის მხრივ, მის ფსიქიკაზე მეტად უარყოფითი გავლენა იქონია. შედეგად, 14 წლის განმავლობაში მუდამ სიკვდილის მოლოდინში მყოფს – ფსიქიკური აშლილობა დაეწყო.
მას შემდეგ, რაც აჰმედი გარდაიცვალა, სულთნის ძალაუფლება მუსტაფას ხელში გადავიდა. ფსიქიკურად შერყეული სულთანი მიიჩნევდა, რომ აჰმედი კვლავაც ცოცხალი იყო. ამიტომ იგი ხშირად დარბოდა სასახლეში, რა დროსაც ამა თუ იმ კარზე მთელი ძალით აბრახუნებდა და ყვირილით მოუხმობდა მის წინამორბედ სულთანს, რათა იგი მობრუნებულიყო და ისევ თავად განეგრძო იმპერიის მართვა. – (ავტორი გენია.ჯი)