იცით თუ არა, რომ?!
1. ერთ-ერთი პირველი ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელსაც ტატუ ჰქონდა დატანილი სხეულზე – სერ უინსტონ ჩერჩილი გახლდათ. მას მარჯვენა მხარზე გემის ღუზის გამოსახულება ჰქონდა აღბეჭდილი. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის თანახმად, 13 წლამდე ასაკის მქონე ბავშვებს სოციალურ ქსელებში დარეგისტრირება ეკრძალებათ.
* * *
3. მსოფლიოში ყველაზე სწრაფ მოტოციკლს დღეისათვის – Dodje Tomahawk წარმოადგენს. მისი სიჩქარე – 560 კილომეტრია საათში.
* * *
4. მეცნიერთა მტკიცებით, ნიაგარის საყოველთაოდ ცნობილი ჩანჩქერი 12 300 წლის წინათ იქნა ჩამოყალიბებული. მათივე გამოთვლებით, იგი – 50 000 წლის შემდეგ შეწყვეტს არსებობას.
* * *
5. პირველი ადამიანი, ვინაც რძიანი შოკოლადი აწარმოა 1867 წელს, გერმანული წარმომავლობის მქონე დიდი შვეიცარიელი ფარმაცევტი და მეწარმე, საყოველთაოდ ცნობილი შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანიის – „Nestle”-ს ფუძემდებელი – ანრი ნესტლე გახლდათ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ევროპაში განთავსებულ სუვერენულ ქალაქ-სახელმწიფო – მონაკოს სამთავროში – ერთადერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – „მონაკოს საერთაშორისო უნივერსიტეტი” ფუნქციონირებს. გარდა ამისა, ამ ჯუჯა ქვეყანაში 10 სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაც არსებობს. მათ შორის სკოლები, ლიცეუმები და საბავშვო ბაღები.
* * *
7. ყველაზე კალორიულ ნაყინად – ესკიმოა მიჩნეული.
* * *
8. ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი ნობელის პრემიის ლაურეატი – ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს. ნობელის პრემიის არსებობის ისტორიაში, საერთო ჯამში – 365 ამერიკელი იქნა დაჯილდოვებული ეგზომ პრესტიჟული ჯილდოთი. ამ მხრივ მეორე ადგილს ინგლისი იკავებს – 123 ნობელიანტით, ხოლო მესამე ადგილს გერმანია – 105 ნობელიანტით.
* * *
9. პოპულარულმა ბრიტანელმა როკ-მუსიკოსმა – ოზი ოსბონმა 18-ჯერ ჩააგდო მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო გამოცდა.
* * *
10. საყოველთაოდ ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი ქალი – შაკირა ნამდვილი პოლიგლოტი გახლავთ. იგი შესანიშნავად ფლობს – ინგლისურ, იტალიურ, ესპანურ, არაბულ და პორტუგალიურ ენებს. – (ავტორი გენია.ჯი)