ლიამ ნისონი – „ეპიზოდი”
საფეხბურთო კლუბ – „ლივერპულის” თავგადაკლული ფანი, გენიალური ირლანდიელი მსახიობი – ლიამ ნისონი, ბავშვობიდანვე გახლდათ გატაცებული კრივით. 15 წლის ასაკში მას ცხვირიც კი გაუტეხეს ერთ-ერთი პაექრობისას, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია წარმატებისათვის მიეღწია რინგზე: იგი თავის წონით კატეგორიაში ყმაწვილ-მოყვარულთა შორის ჩემპიონი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) საბოლოო ჯამში, ლიამი კრივს 17 წლის ასაკში შეეშვა.
მომავალი მსახიობის მთავარი მიზანი გახლდათ პროფესიონალ პედაგოგად ჩამოყალიბებულიყო. გარკვეული ხნის განმავლობაში იგი სკოლაში ფიზიკასაც შეასწავლიდა მოწაფეებს, თუმცა ერთმა მოულოდნელმა შემთხვევამ მას პედაგოგობაზე საბოლოოდ ააღებინა ხელი. საქმე იმაში გახლდათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მას თავს დაესხა დანით შეიარაღებული მოსწავლე. თავის დაცვის მიზნით, კრივის შესანიშნავმა მცოდნე ნისონმა თავდამსხმელს ისეთი ძალით უთავაზა მუშტი სახეში, რომ იგი უმალვე დაანოკდაუნა. შედეგად, სკოლის მმართველმა საბჭომ აღნიშნული ინციდენტის გამო პედაგოგი სკოლიდან დაითხოვა. მას შემდეგ ნისონს სკოლისაკენ აღარ გაუხედავს. – (ავტორი გენია.ჯი)