ამონარიდები კინოსერიალიდან – „სამზარეულო”
„ნიჭს ასაკი არ გააჩნია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განაწყენებულ ქალს ნებისმიერი ქმედება შეუძლია ჩაიდინოს, გარდა ადექვატურისა”.
* * *
„ – მეუბნებოდნენ, რომ ამ რესტორანში შეფ-მზარეული ქალი იყო.
- …მე ჰოროსკოპით – „ქალწული” გახლავართ, ბატონო”.
* * *
„არის დღეები, როდესაც ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. სწორედ ასეთ დღეებშია მთავარი - არ დანებდე”.
* * *
„ – შეფ, თქვენ მეპატრონე გეძახით.
- მეპატრონე? ჩვენ რა, მონათმფლობელურ წეს-წყობილებაში ვცხოვრობთ? მას სახელი არა აქვს? ა?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – დაიხსომე, ფედია, ცუდი ის კი არ არის, როცა უფროსები აგვიანებენ, ცუდია ის, როცა ისინი ჩვენზე ადრე მოდიან სამსახურში”.
* * *
„ხშირად, მხოლოდ დასასრულის მოახლოების შეგრძნების ჟამს შეგვიძლია რაღაცის შეცვლა”.
* * *
„მთავარი ნავის ზომა კი არა, ოკეანის ტალღებია”.
* * *
„როდესაც სიყვარულს კარგავ, ცხოვრებაც კარგავს ყოველგვარ აზრს”.
* * *
„ცხოველი შესაძლოა იყოს როგორც საბრალო, ასევე გემრიელიც”. – (ავტორი გენია.ჯი)