გუსტავ ფლობერი – „ეპიზოდი”
დიდ ფრანგ მწერალს - გუსტავ ფლობერს (1821-1880 წლები) ჩვევად ჰქონდა დილის ათ საათზე გაღვიძება. ახლადგაღვიძებული საწოლშივე კითხულობდა ნებიერად პირად წერილებს, ეცნობოდა პრესის სიახლეებს, ეწეოდა თამბაქოთი გაკეთებულ ყალიონს და ბოლოს, დედასთან აბამდა ბაასს. (ავტორი გენია.ჯი) საწოლიდან წამომდგარი ფლობერი უმალ აბაზანას მიაშურებდა ხოლმე, რის შემდგომაც საუზმეს შეექცეოდა. დილის საუზმეს როგორც კი მორჩებოდა, რამდენიმე ხნით სასეირნოდ გადიოდა. ცნობილია ისიც, რომ იგი ყოველდღიურად ერთ საათს უთმობდა საკუთარ დისშვილს, რომელსაც გეოგრაფიასა და ისტორიაში ამეცადინებდა. მეცადინეობის შემდეგ იგი თავის საყვარელ სავარძელში მოკალათდებოდა და საღამოს შვიდ საათამდე წიგნების კითხვით კავდებოდა. ვახშმის შემდეგ, ფლობერი კვლავაც დედასთან აბამდა რამდენიმესაათიან ბაასს. ღამის დადგომისთანავე კი თავის ლიტერატურულ ნაწარმოებებზე იწყებდა მუშაობას. ასეთი დღის განრიგი გუსტავს ნაყოფიერი მუშაობის საშუალებას სათანადოდ არ აძლევდა და ამიტომაც დასჭირდა მწერალს მისი საუკეთესო ლიტერატურული ქმნილების – „მადამ ბოვარის” დასაწერად სრულყოფილი ხუთი წელიწადი. „მადამ ბოვარი” წინ არ მიიწევს. კვირაში სულ რაღაც ორიოდე ფურცელიო!” – წუხდა იგი. მიუხედავად ამისა, ფრანგ ლიტერატორს თავის დღის წესრიგში ცვლილებები მაინც არ შეუტანია. – (ავტორი გენია.ჯი)