მარგარეტ ტეტჩერი – „ეპიზოდი”

მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებში გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება კონსერვატორებმა აიღეს ხელში, ქვეყნის პრემიერ-მინიტრმა – სერ ედუარდ რიჩარდ ჯორჯ ჰიტმა განათლების მინისტრის პორტფელი – მარგარეტ ჰილდა ტეტჩერს (1925-2013 წლები) ანდო. (ავტორი გენია.ჯი) ეგზომ საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნისთანავე განათლების ახალმა მინისტრმა უმთავრეს მიზნად აღნიშნული უწყების მიერ სხვადასხვა ღონისძიებებისათვის გაღებული ხარჯების შემცირება დაისახა.

ტეტჩერის გამინისტრებამდე ქვეყანაში მოქმედ თითოეულ სკოლას სახელმწიფო (განათლების სამინისტრო) უზრუნველყოფდა რძით, რომელიც თავის მხრივ, 7 წლიდან 11 წლამდე მოსწავლეებისთვის – უფასო იყო. პირველი, რითაც განათლების სამინისტროს მიერ გაღებული ხარჯების შემცირება დაიწყო მარგარეტმა, სწორედ რომ სკოლებისათვის უფასო რძის მიწოდების შეწყვეტა გახლდათ. შედეგად, სკოლის მოსწავლეებს უწინდელისაგან განსხვავებით, რძეში ფული უნდა გადაეხადათ.

გაერთიანებული სამეფოს მომავალი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებამ მოსახლეობის გაღიზიანებასთან ერთად რიგი პოლიტიკური პარტიების გაღიზიანებაც გამოიწვია. ამიტომაც უწოდეს ოპოზიციურად განწყობილმა ლეიბორისტებმა მარგარეტს თიკუნად – „ტეტჩერი – რძის გამტაცებელი”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>