ერიკ სატი – „ეპიზოდი”
XX საუკუნის პირველი მეოთხედის ევროპული მუსიკის რეფორმატორად აღიარებული დიდებული ფრანგი კომპოზიტორი და პიანისტი – ერიკ სატი (1866-1925 წლები), მეტად უცნაური თვისებებისა და ერთობ თავისებური ბუნების მქონე ხელოვანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: იგი არასოდეს გეახლებოდათ ისეთ საკვებს, რომლის შეფერილობაც თეთრი არ იყო. შედეგად, მისი კვების რაციონში ძირითადად შედიოდა – ბრინჯი, მოხარშული კვერცხი, ქოქოსი, შაქარი, მარილი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, უცნაურს წარმოადგენდა ერიკის კვების დღის განრიგიც: საწოლიდან ყოველთვის დგებოდა 7 საათსა და 18 წუთზე; სადილობდა 12 საათსა და 11 წუთზე; ვახშამს გეახლებოდათ არაუმეტეს 19 საათისა და 16 წუთისა; იძინებდა მკაცრად განსაზღვრულ – 22 საათსა და 37 წუთზე.
ამ უცნაური თვისებების მქონე კაცს ყოველგვარი ნაყარნუყარის შეგროვებაც იტაცებდა. მაგალითისათვის გეტყვით, რომ მის კოლექციაში 100-ზე მეტ ქოლგას ჰქონდა ბინა დადებული. – (ავტორი გენიაჯი)