ოდრი ჰეპბერნი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთმა ულამაზესმა ბრიტანელმა მსახიობმა, ფოტომოდელმა და მოცეკვავე ქალმა - ოდრი კეთლინ რასტონმა (1929-1993 წლები), იგივე – ოდრი ჰეპბერნმა თამბაქოს მოხმარება ჯერ კიდევ სიყმაწვილის ასაკში დაიწყო. (ავტორი გენია.ჯი) ამ მანკიერ თვისებაზე მას უარი მაშინაც კი არ უთქვამს, როდესაც მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას წარმოშობილი უკიდურესი სიდუხჭირის გამოისობით, ტიტების ბოლქვებითა და ჭინჭრით უხდებოდა გამოკვება. აღნიშნული გარემოებების გამოისობით, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას ოდრის წონა სულ რაღაც 39 კილოგრამს შეადგენდა.
მას შემდეგ, რაც ომის ჯოჯოხეთი გამოიარა, ჰეპბერნმა თამბაქოს მოხმარებას კიდევ უფრო მოუხშირა. იგი დღეში საშუალოდ 2 – 3 კოლოფ სიგარეტს ეწეოდა. ოდრის თავის მავნე ჩვევა არც მაშინ მიუტოვებია, როდესაც ზუსტად იქნა მედიკოსების მიერ დადგენილი, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენდა ადამიანზე თამბაქოს მოხმარება. – (ავტორი გენია.ჯი)